გორის სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა გაქურდეს. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქურდმა რომელმაც შენობაში სავარაუდოდ, ფანჯრიდან შეაღწია სკოლის კომპიუტერული ტექნიკა წაიღო.

დირექტორის ინფორმაციით, სკოლიდან წაღებულია 7 ახალი კომპიუტერი.

ფხვენისის სკოლაში მომხდარი ქურდობის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. წაღებულია 6 კომპიუტერი და 1 ბუკი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საცავში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს