გორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის განცხადებით, გორის 15 საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში მითითებული რაოდენობისგან განსხვავებული აღმოჩნდა.

რამდენიმე წუთის წინ თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა.

ადაწყვეტილება თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო და განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.

banner
წინა სტატიაშიდავით მორგოშია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვია
შემდეგი სტატიაქურდოვანიძე სარჩელის დაკმაყოფილებაზე: პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, მადლობა მოსამართლეს