გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კლინიკის ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან. პარალელურად, პერიმეტრს აკონტროლებენ სამართალდამცველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფები და საპატრულო პოლიცია.

ჰოსპიტალში დაკეტილია მოქალაქეების მისაღები კარი. უკვე მზად არის პალატაც, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოათავსებენ.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში“როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, “ლელო” საქართველოსთვის წყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს”
შემდეგი სტატიაიოსელიანი: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვას დაიცავს და ჰოსპიტალთან აქციებს არ გამართავს