29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

გორის საკრებულოში თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს ეკუთვნით.

იმპიჩმენტის საკითხზე ფარული კენჭისყრა გაიმართება. საკრებულოს სხდომას ესწრება თავად დავით რაზმაძეც, თუმცა, სხდომას თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე უძღვება.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის 19 წევრის ხმაა საჭირო.

შეგახსენებთ, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაში42 მსხვილი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, თბილისსა და რეგიონებში დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოვიღეთ – შსს
შემდეგი სტატიარატომ დაიჭირეს ხაბე გუშინ და არა უფრო ადრე ან ცოტა გვიან? – მიხეილ სააკაშვილის ვერსია