გორის საკრებულოში შესაძლოა, კიდევ ერთი კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტი განხორციელდეს

გორის საკრებულოში შესაძლოა, კიდევ ერთი კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტი განხორციელდეს.

სამანდატო და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტს საკრებულოს 4 დეპუტატი ითხოვს. ოთხივე მათგანი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია. იმპიჩმენტის შესახებ მათი მოთხოვნა საკრებულოს აპარატში უკვე დარეგისტრირებულია.

თედლიაშვილის თანდებობიდან გადასაყენებლად საკრებულოს რვა დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

ამასთან, გარდა ამ საკითხისა, 6 მაისს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ გორის ცენტრში აგრარული ბაზრის მოწყობის და მერიის საკუთრებაში მყოფი შენობა ნაგებობის და მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის შესაძლებლობებს. ბაზრის მოწყობა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს ირაკლი ოქრუაშვილს სურს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. გეორგიევსკის ლენტები და რუსული მანქანები გორში გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიააშშ-ს სამხედრო ტექნიკამ მოლდოვას საზღვარი გადაკვეთა