გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ხუთი თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს დილით გათავისუფლებული ხუთივე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა. ამის შესახებ ილია მეტრეველმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატების კითხვაზე, თუ რა იყო მათი გათავისუფლების მიზეზი, მეტრეველმა პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი სამსახურში აღდგენა პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.

მეტრეველს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან მოხდა პოლიტიკური კონსულტაციები.

მეტრეველის განცხადების შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომა დატოვეს და თავმჯდომარეს სამარცხვინო ადამიანი უწოდეს.

სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ ზაალ გუდაძე, გიორგი აფციაური, ანა პაპელიშვილი, მედეა მახარაშვილი და სოფო ოთანაშვილი. ყველა მათგანი კონკურსის წესით იყო შერჩეული. საკრებულოს დეპუტატები ეჭვობენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის “ქართული პარტიის” წევრების დასასაქმებლად გაკეთდა. ამის გამო საკრებულოს დეპუტატებმა ილია მეტრეველის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესის დაწყება საწყისი კაპიტალის გარეშე იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ცერცვაძე წარადგინა