გორის საკრებულოს სამმა დეპუტატმა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების განცხადება უკან გაითხოვა

გორის საკრებულოს სამმა დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენების განცხადება უკან გაითხოვა.

დავით რაზმაძე, ზურაბ როსებაშვილი და ზაზა მეზვრიშვილი იმპიჩმენტის მომხრეებს გამოაკლდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი თავდაპირველად შვიდმა დეპუტატმა მოითხოვა. იმპიჩმენტის მოთხოვნის უფლება მინიმუმ 5 დეპუტატს აქვს. დღეის მდგომარეობით საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ ოთხ დეპუტატს სურს. აქედან გამომდინარე საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ამ ეტაპზე არ შედგება.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმიან ელ-ფალუჯას ცენტრში სახელმწიფო დროშა აღმართა
შემდეგი სტატია“მედიასთან წვდომა ყველა პარტიას ქონდეს, რუსთავი 2 ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა”