გორის საკარანტინე სივრცეში 35 ახალი პაციენტია, აქედან 6 პირს საეჭვო სიმპტომები აქვს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 35 ახალი პაციენტი გადაიყვანეს. ეს ის მგზავრები არიან, რომლებიც გუშინ საფრანგეთიდან ჩამოფრინდნენ.

მსუბუქად გამოხატული, მაგრამ საეჭვო სიმპტომი მათგან 6 პირს აღენიშნება. ექვსივე ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება.

საერთო ჯამში, გორში 55 პირს აკვირდებიან. მათგან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გორში დღემდე კორონავირუსის დადასტურების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების მადლობა ექიმებს – დღეს 21:00 საათზე “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიამესტიაში საკარანტინო ზონები მოეწყო