გორის რაიონულ სასამართლოსთან, ყოფილი პოლიციელის პროცესის პარალელურად, აქცია იმართება

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში დუშეთის რაიონული პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლის, ვლადიმერ ფრიდონაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი იწყება. დაცვის მხარის პროგნოზით, ბრალდებული შესაძლოა გამამართლებელი განაჩენით გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან, ვინაიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა არ იკვეთება.

სასამართლოსთან შეკრებილები არიან გარდაცვლილი მოზარდის მშობლები და ნათესავები, ისინი ბრალდებულის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ დამნაშავეს მფარველები ჰყავს. საქმე ეხება 2020 წლის 26 ივლისს, სოფელ არაგვისპირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 16 წლის მოზარდი ლ.ზ. გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დედის თქმით, ავტომანქანას დუშეთის პოლიციის ინსპექტორ – გამომძიებელი, ვლადიმერ ფრიდონაშვილი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

მათივე თქმით, ფრიდონიშვილს ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ალკოტესტით ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა. მათივე თქმით, საქმე არაობიექტურად გამოიძიეს და პოლიციელის დანაშაული არ გამოკვეთეს.

დაზარალებულებმა დანიშნეს ალტერნატიული ექსპერტიზა და ოფიციალურ გამოძიებას, ასევე ოფიციალურ ექსპერტიზებს უნდობლობას უცხადებენ, ისინი ითხოვენ ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირის ნეშტი ამოცნობილია
შემდეგი სტატიაელისაშვილი – უხერხული და არასერიოზულია, რომ ყველას პოლიტიკური პატიმარი დავარქვათ