“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, ნიკა მელიამ და დავით ბაქრაძემ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
გორის რაიონში დეპუტატობისათვის ბადრი ბასიშვილი იბრძოლებს, რომელიც 2008-2012 წლებში პარლამენტის დეპუტატი იყო.
ქალაქ გორში კი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატად სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი შიდა ქართლში ალექსი გოგლიძე წარადგინა.
კანიდატების განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაშ ისინი ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მიაქცევენ ყურადღებას.