გორის რაიონში 50-წლამდე მამაკაცი ცემით მოკლეს

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა გიორგობის დღესასწაულზე მოხდა. სუფრაზე დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
,,გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, დამტვრეული აქვს მხრის ძვლები. მას, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი, მათ შორის, სტუმრები, სცემდა. ერთი წაიყვანეს უკვე პოლიციაში” – აცხადებენ ახლობლები.

გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.

banner
წინა სტატიაშისიღნაღის რაიონში სანადირო თოფით 37 წლის მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია„მე სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, არ დავიკარგები“ – ლევან მურუსიძე