გორის რაიონის სოფელ საქაშეთში კომპლექსური ჩხრეკა მიმდინარეობს

ამ წუთებში კომპლექსური ჩხრეკა მიმდინარეობს გორის რაიონ სოფელ საქაშეთში. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, სამართალდამცავები ამ წუთებში ჩხრეკენ მათი თანაგუნდელის, ვარიანის მიმართულების კოორდინატორის არჩილ ტარუაშვილის ოჯახს.

ადგილობრივები ტარუაშვილს დადებითად ახასიათებენ. როგორც ცნობილია ის ნასამართლევი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ჩხრეკა კომპლექსურია და ტარუაშვილის ოჯახის გარდა სხვა ოჯახებსაც ჩხრეკენ. მიზეზი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გივი თარგამაძე ენერგეტიკის მინისტრს პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ხვალ ბაქოში გაემგზავრება