გავრცელებული ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. ამჯერად გატაცებულია ადგილობრივი მკვიდრი თამაზ ილურიძე, რომელიც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდა.
გავრცელებული ცნობით, ილურიძე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.