გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მგელმა ცხრა ცხვარი დაგლიჯა

გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მგელმა ცხრა ცხვარი დაგლიჯა. როგორც ცხვრის ფარის მფლობელი როინ ჯავახიშვილი აცხადებს, მგელმა ფერმაში რამდენიმე მეტრის სიმაღლის კედლიდან შეაღწია და როდესაც ოჯახის წევრებმა მტაცებლის შემოსევის შესახებ შეიტყვეს, ცხვრები უკვე დაგლეჯილი იყო.
ჯავახიშვილებს ფარა დაზღვეული არ ჰყავდა. მათი თქმით, ფერმერული მეურნეობა ახალი წამოწყებული აქვთ და შესაბამისი სახსრები არ გააჩნდათ, რომ ფარა დაეზღვიათ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოლიციელებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ადამიანს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ცემა დაავალეს