21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ცნობილი ხდება გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები.

ამის შესახებ გამოცემა კვირის პალიტრას იმ სკოლის დირექტორი ესაუბრა, სადაც გარდაცვლილი გოგო სწავლობდა

.“გარდაცვლილი გოგონა მე-10 კლასის მოსწავლე იყო. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, სექტემბერში მე-10 კლასში უნდა მოსულიყო. ახლახან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. საუკეთესო ბავშვი იყო. როგორც გავიგე, ბავშვები ფეხით მოდიოდნენ გორში, საღამო ხანი ყოფილა, ფეხით მიმავალ ბავშვებს დასჯახებია მანქანა. დაბადების დღეზე ყოფილან. სამი არასრულწლოვანი დაშავდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ის ორი ბავშვი, რომელიც მასთან ერთად იყო, ჩვენი სკოლის მოსწავლე არ არის. მეგობრები იყვნენ ალბათ. ისინი კარგად არიანო, მსუბუქად დაშავდნენ. როგორც გავიგე, უკვე სახლში არიან. ეტყობა უფრო გზის მხარეს მოდიოდა მარიამი და მას დაეჯახა. ეს მწარე რეალობაა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს”,– ამბობს კვირის პალიტრასთან საუბრისას გორის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. მთავარი არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ახდენს.

როგორც “მთავარს” შსს-ში უთხრეს, მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: უკრაინელი ხალხი წლებია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს
შემდეგი სტატიალავროვი: იპოვეს რაღაც დრონი. თქვეს, რომ ეს რუსული დრონი იყო და გამოძიებით არავინ შეწუხებულა