გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა

დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან სამი გორის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების ხელმღვანელის, ეკატერინე ქორჩაშვილის ინფორმაციით, სამივე მათგანი არასრულწლოვანია.

კოვიდინფიცირებული პაციენტები ექვსი, 11 და 14 წლის მოზარდები არიან.

ქორჩაშვილის განცხადებით, დღეს დილით დადასტურებული სამივე შემთხვევა კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტებია. 11 და 14 წლის ბავშვები ინფიცირებული ქალის შვილები არიან, ექვსი წლის მოზარდი კი მათი ოჯახის ახლობელია.

ქორჩაშვილის განცხადებით, არასრულწლოვნები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ეპიდემიოლოგები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ტირძნისსა და ქიწნისში ეპიდემიოლოგიურ კვლევასა და კონტაქტების მოძიებას განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაშიეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი – სერგი კაპანაძე
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა