გორის მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა დაჭრის შემდეგ ახლო ნათესავებს დაურეკა.

„მე ვფიქრობ, რომ ვიღაცამ „უპოდლა“. სასწრაფო როცა მივიდა და წაიყვანა, დამნახავები არიან, ბავშვი სუნთქავდა. ბავშვი, როცა წაიყვანეს ასე მითხრეს მე მერე, რომ შემოყვანის დროიდან ეგ ბავშვი აღარ იყოვო,“ – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უპრეცედენტო დინამიზმით ხასიათდება
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს