გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველი მოადგილე გიორგი წვერავა თანამდებობიდან გაათავისუფლა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშილმა მისი პირველი მოადგილე გიორგი წვერავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ონიაშვილმა მოადგილის გათავისუფლების მიზეზებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პირველი მოადგილის გათავისუფლება მისი ინიციატივით მოხდა. გიორგი წვერავას გათავისუფლების ბრძანება ჯერჯერობით არ ჩაბარებია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას ასევე დატოვებს გამგებლის მეორე მოადგილე ალექსანდრე ვეშაპურიც.

banner
წინა სტატიაში“ენერგო პრო:” ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არ იქონიებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა