გორის მომსახურების სააგენტოს ეზოში სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ღობეს შეეჯახა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა ახალი ნაყიდი სატვირთო ავტომანქანა გასაფორმებლად მიიყვანა. სააგენტოს ეზოში მობრუნება სცადა, უკანასვლით მოძრაობის მცდელობისას კი პედალი შეეშალა.

















