გორის მერი ბაჩალიაშვილის დედაზე თანამშრომლის პოსტს ემიჯნება

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ბაჩალიაშვილის დედაზე მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსის შმაგი ხუბულურის Facebook პოსტს ემიჯნება. ხუბულურმა თამაზაშვილზე დაწერა, რომ “ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს”.

როგორც გორის მერი აცხადებს, ხუბულურისგან ახსნა-განმარტებას ელოდება, რატომ დაწერა ამ შინაარსის პოსტი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ამ განმარტების შემდეგ მიიღებს.

“არ მქონდა ნანახი ეს პოსტი, Facebook-ს ნაკლებად ვხმარობ, დღეს ჩამაყენეს საქმის კურსში და ვთხოვე მაგათ ააიპის ხელმძღვანელს, რომ გაარკვიოს, რატომ დადო ასეთი პოსტი და ალბათ, მეტყვიან, რატომ დაწერა”, – თქვა თავზარაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს კონკრეტულად ამ პოსტზე და იზიარებს თუ არა მის შინაარსს, მერმა განაცხადა, რომ არ იზიარებს და “არ მიაჩნია სწორად ტრაგედიაზე ასეთი რამის დაწერა”.

“როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს…” – დაწერა გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე. მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული თამაზაშვილის ფოტო აღნიშნული წარწერით გააზიარა. მას შემდეგ, რაც პოსტის შესახებ მედიამ დაწერა, ხუბულურის Facebook გვერდზე ის აღარ იძებნება.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვების მცდელობაა
შემდეგი სტატიალომჯარია-მზად ვართ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, დავეხმაროთ ბაჩალიაშვილის ოჯახს