გორის მე-9 საჯარო სკოლაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2020 11:55

გორის მე-9 საჯარო სკოლაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში კორონავირუსის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა გორის #9 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა.

შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში 787 პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

რეგიონში „კოვიდ-19″“-ის სულ 153 შემთხვევაა დადასტურებული.

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2020 11:55