გორის ჰოსპიტალსა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს შორის სხვაობაა, რაც ნეგატიურ განვითარებაზე მიუთითებს – ჯიშკარიანი

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებებია.

მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაღებულ კატესა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს მონაცემებს შორის არის სხვაობა, რომელიც ჯანმრთელობის ნეგატიურ განვითარებაზე მიუთითებს. ჯიშკარიანი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ ექსპერტიზის ჩატარების პროცესს.

“ჩვენ ველოდებით სასამართლოს განჩინებას და შემდგომში, რა თქმა უნდა, ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება და დაიგეგმება ექსპერტიზის განხორციელება ეს არის სასამართლო ექსპერტიზა, შესაბამისად ალბათ მრავალი თემა იქნება კონფიდენციალური ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე , ასევე ველოდებით სასამართლო განჩინებას ამ ეტაპზე და შემდგომში იუსტიციის მინისტრს მოვიწოდებთ, ხელის შეშლას არ ჰქონდეს ადგილი.

რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ეს არის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაზე, სწორედ ის ცვლილებები რომელიც ჩვენს დასკვნაში დეკემბერში იქნა პროგნოზირებული სამწუხაროდ. გორის ჰოსპიტალში გადაღებულ კატესა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს მონაცემებს შორის არის გარკვეული სხვაობა, რაც მიუთითებს ნეგატიურ განვითარებაზე”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი

banner
წინა სტატიაშიკობახიძის განცხადებები არის ბოდვები – „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სულელური გზავნილები უკვე მათ ამომრჩეველშიც კი აღარ მუშაობს და დაცინვის საგანია – ჩიხლაძე
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – ნატო აღარ არის ვალდებული თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განლაგებისგან