გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავარიას მოტიციკლის მძღოლი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტში, გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ზერტთან ახლოს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა.

ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ავტომანქანის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თუმცა ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ამბულატორიული დახმარება გაეწია და სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებიდან დღესვე გაეწერება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მე-5 ნაწილით მიმდინაობს, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის საქმეზე, ყოფილ პატრულს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არსად აქვს ნახსენები, რომ შემთხვევის ადგილზე 2 ავტომატი ნახა
შემდეგი სტატიანიუ-იორკის ბაღის თანამშრომელმა ცივი იარაღით სამი ჩვილი მათი მამა და თანამშრომელი დაჭრა