25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

გორი-არგვეთას მონაკვეთის მოვლა-შენახვა სახელმწიფო კომპანიას გადაეცემა – პარლამენტმა ახალ კანონს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა ცვლილებებს „საავტომობილო გზების შესახებ” კანონში, რომელიც დეპუტატებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარუდგინა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლება ენიჭება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვა სრულად ან ნაწილობრივ მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სახელმწიფო კომპანიას) გადასცეს.

ამ ეტაპზე სახელმწიფო კომპანია გზების მოვლა-შენახვას გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან მონაკვეთზე განახორციელებს, რომელიც 138 ხიდსა და 59 გვირაბს მოიცავს.

კანონში შესული ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საავტომობილო გზებთან დაკავშირებული ცალკეული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” დადგენილი წესით.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს
შემდეგი სტატია“მთავრობას აწყობს ძვირი საწვავი, რადგან 18%-იანი დღგ-ით ბიუჯეტში მეტი ფული შედის”- ვასო ურუშაძე