22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

გორდულაძე ქართველიშვილის ახალი მოძრაობის დაფუძნებაზე: „კარგია, როცა ადამიანები საკუთარი ღირებულებების დასაცავად ერთიანდებიან“

კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „საქართველოში პირთა თავისუფალი გაერთიანება უზრუნველყოფილია“.

„ყველას აქვს უფლება, რომ გაერთიანდეს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამავდროულად, ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში სრულად მოქცეული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში,“ – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე -პატრონი თუ ჰყავს, გააგებინეთ, რომ ამ „რაზგონით“, მორგში მიდიან, ციხეში კი არა
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – ეს არის ბანდფორმირება, რასაც პოლიციას ვერ გააკეთებინებენ, ამათ უნდა გააკეთონ!