32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

გორდულაძე: “ნაცმოძრაობამ” და მისმა ბელადმა გინდ გაიტანონ, გინდ შემოიტანონ გაკოტრებული ე.წ. პარტია, ამ პარტიას არაფერი ეშველება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამ პარტიაში არაფერი შეიცვლება.

„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ბელადმა გინდ გაიტანონ და გინდ შემოიტანონ გაკოტრებული ე.წ. პარტია. ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, მათთვის არაფერი შეიცვლება, ეს ადამიანები არ შეიცვლიან თავიანთ ნირს, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაშია გამოხატული. ახლა როგორი რეანიმაციული, პოლიტიკური ღონისძიებებიც არ უნდა ჩაატარონ, ამ პარტიას არაფერი ეშველება, რადგან სისტემური, მწამებლური რეჟიმი შექმნეს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

banner
წინა სტატიაშიISFED: “იმედის” პოსტზე, სადაც გამსახურდიასა და კოსტავასთან ერთად ივანიშვილია გამოსახული, 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში გამოვლინდა
შემდეგი სტატიალარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა – ვალუტის კურსი