25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გორდულაძე: დანიაში აქციის უხეშად დაშლაზე დუმილი და ქართულ მართლწესრიგზე თავდასხმა პოლიტიკური ანგაჟირების მაგალითია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე დანიაში პროტესტის ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობას გამოეხმაურა და დასავლეთის მხრიდან არსებულ „ორმაგ სტანდარტებზე“ გაამახვილა ყურადღება. დეპუტატის თქმით, ევროპული ქვეყნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით უსამართლო ბრალდებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„დანიაში სამართალდამცველებმა გამოიყენეს სხვადასხვა სპეციალური საშუალება, ხელკეტები და ძაღლები, იმისთვის, რომ დემონსტრანტების პოზიცია დაეხშოთ. ხოლო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საათების განმავლობაში ცდილობდნენ, ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცველები, შენობა-ნაგებობები, გაენადგურებინათ სახელმწიფო და კერძო საკუთრება და გადატრიალება მოეხდინათ, ამაზე ლეგიტიმური საპასუხო ღონისძიებები განახორციელა სამართალდამცავმა ორგანოებმა, თან – გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს არის ევროპული და ამერიკული, ამაზე ჩვენ ვისმენთ შემოტევას, არათუ კრიტიკას, პირდაპირ თავდასხმას ქართველ სამართალდამცველებზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია პოლიტიკური ანგაჟირებისა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.

banner
წინა სტატიაშიანდრეი ერმაკისთვის გირაოს გადახდის გამო სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი სამსახურიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის