“თუ დასავლეთს ეშინია ესკალაციის და ამიტომ არ მოგვცემს საშუალებას გამოვიყენოთ მისი იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ლეგიტიმური სამიზნეების გასანადგურებლად, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი თვითმფრინავებითა და რაკეტებით“, – აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი.
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, თუ მედიაში, ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ ვისი და რომელი იარაღით გაანადგურა უკრაინამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50, დიმიტრი გორდონი ამ საიდუმლოსაც ამხელს და ამბობს:
„სხვათა შორის, A-50 თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინული იარაღით და არა ამერიკული “პატრიოტის” სისტემით, როგორც რუსი სამხედრო ექსპერტები ამბობენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ მოკავშირეების იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. მეტსაც ვიტყვი, ჩვენ გვაქვს უკრაინული იარაღი, რომლითაც შეგვიძლია დავბომბოთ რუსული ქალაქები, ასე რომ, ჩვენ დავბომბავთ რუსულ ქალაქებს უკრაინული იარაღით”, – აცხადებს გორდონი