Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

კორპორაცია Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ე.წ. დუდლით ულოცავს.

საიუბილეო ბანერი საქართველოს დროშას და მთიან პეიზაჟს ასახავს. საქართველოდან Google-ზე შესულ მომხმარებელს 26 მაისის დღეზე ინფორმაციის „დაგუგლვა“ ავტომატურად შეუძლია.

ასეთი ფორმით Google სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს და სხვა მნიშვნელოვან თარიღებს ულოცავს.

banner
წინა სტატიაშინატო და ევროკავშირი რუსეთს “ბოინგის” კატასტროფასთან დაკავშირებით ბრალის აღიარებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაელიზაბედ რუდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს