Google-მა Huawei-ს საკუთარ რესურსებზე წვდომა შეუჩერა

კორპორაცია Google-მა ჩინურ კომპანია Huawei-ს საკუთარ რესურსებზე წვდომა შეუჩერა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შავ სიაში შეიყვანს. ეს იმას ნიშნავს, რომ Huawei-ს არ შეეძლება Google-ს სერვისებისა და პროგრამების მიღება, მათ შორის, ვერ გამოიყენებს Google play-ს და ფოსტა Gmail-ს – Reuter-მა გაავრცელა.
Huawei-ს ანდროიდზე წვდომა დარჩება, თუმცა, მხოლოდ იმ ვერსიებზე, რომლებიც ღია წყაროებშია.

აშშ Huawei-ს ჯაშუშობაში სდებს ბრალს. აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო კომპანიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ 70 განყოფილებას შავ სიაში შეიტანს “მოქმედებისთვის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება”. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს Huawei-ს გამოყენებას.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის წაგებისთვის კალაძე მიიჯირყვნება! – კილაძე
შემდეგი სტატიავინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თავისუფალი ხალხი ესეა – სამადაშვილი