Google-მა დააზუსტა თუ როგორ უთვალთვალებს მომხმარებლის გადაადგილებას

კომპანია Google-მა დაადასტურა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლის ადგილმდებარეობას უთვალთვალებს მაშინაც, როცა ფუნქცია “ადგილმდებარეობის ისტორია” გათიშულია – ინფორმაცია 16 აგვისტოს Google-ის საინფორმაციო გვერდზე გამოჩნდა – “ასოშეითედ პრესი” ავრცელებს.
ადრე “ადგილმდებარეობის ისტორიაში” ნათქვამი იყო, რომ ფუნქციის გათიშვისას ინფორმაცია “ადგილზე, სადაც თქვენ მიდიხართ, არ შეინახება”. თუმცაღა, ცნობები”ასოშეითედ პრესის” მასალის შემდეგ Google-მა შეცვალა. ახლა კომპანიის გვერდზე ნათქვამია, რომ ადგილმდებარეობის ფუნქციის გამორთვა სხვა აპლიკაციებზე, რომლებიც ადგილმდებარეობის მითითებას ითხოვენ, არ მოქმედებს, მაგალითად “ძებნაში”, ან “რუკაზე”.

banner
წინა სტატიაშიტაილანდელ სკოლის მოსწავლეებს აუკრძალეს სექსი, კოცნა და ჩახუტება
შემდეგი სტატიამასკმა თქვა, რომ გადაიღალა