Google-ის ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივ ადამიანებთან საიდუმლოდ თამაშობდა

Google-ის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი AlphaGo ონლაინ თამაშებში საიდუმლოდ მონაწილეობდა და მან გოს ათობით საუკეთესო მოთამაშეს მოუგო.
“პირადად მე, მგონია, რომ კარგია, რომ ხალხმა AlphaGo-თან თამაშების მთელი სერია ჩაატარა, რომლის შესწავლაც ახლა უკვე შესაძლებელია. მასში აღმოვაჩინეთ უკიდურესი მოულოდნელობები და ახალი სვლები” – გოს პროფესიონალმა მოთამაშემ ნაიელ კაედინმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ AlphaGo Tygem და FoxGoს სისტემებში ნიკით Master-ი თამაშობდა. მან ყველა მოწინააღმდეგეს მოუგო გარდა ერთისა, რომელთანაც თამაში ფრედ დასრულდა.

AlphaGo “გუგლის” კომპანია DeepMind-მა შექმნა.

banner
წინა სტატიაშილეხ ვალენსას შვილი მკვდარი იპოვეს
შემდეგი სტატიაჩინეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი მოკლეს