Google-მა შვილობილი კომპანია Alphabet შექმნა

Google-მა ახალი კომპანია Alphabet შექმნა.
როგორც ამერიკული მულტიმედიური კომპანიის დამაარსებელი ლარი პეიჯი ამბობს, კორპორაციის ახალი სტრუქტურა ბრენდების მართვის არსებულ სქემას გაამარტივებს.
Google-ის «ქოლგის ქვეშ» დარჩებიან YouTube და Android . საინვესტიციო და გამოკვლევითი განყოფილებები კი Alphabet -ის ბრენდის გახდება.
ახალი გეგმის მიხედვით, პეიჯი Alphabet -ის აღმასრულებელი დირექტორად გადავა, ვიცე პრეზიდენტი სანდარ პიჩეი კი – Google-ის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელად.
Google-ის თანაავტორი სერგეი ბრინი ახალი კომპანიის პრეზიდენტი გახდება.
პეიჯის თქმით, ბრენდის სახელად Alphabet იმიტომ აირჩიეს, რომ გულისხმობს ენასა და Google -ის საბაზო სიმბოლოების ძებნასაც, ასევე ინგლისურ ენაში სიტყვების თამაშს წარმოადგენს და ნიშნავს «პირველი კლასის ინვესტიციას».

banner
წინა სტატიაშიბოლო ოთხი წლის მანძილზე იაპონიამ პირველად განაახლა ატომური სადგურის მუშაობა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სუპერთასის მატჩს, ესტონელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად დაესწრება