Google-მა ე.წ. პატენტის ტროლებს შეუტია

Google ექსპერიმენტული პრექტის გაშვებას იწყებს, რომელიც პატენტების შესყიდვას ეხება. ორი კვირის მანძილზე ნემისმიერ ამერიკულ კომპანიას საშუალება ექნება საკუთარი პატენტი გასაყიდად გამოიტნოს მათთვის მისაღებ ფასში. ექსპერიმენტის მიზანია პატენტის ყიდვა-გაყიდვის პროცესის შემსუბუქება და ე.წ. „პატენტის ტროლების“ პოზიციების შესუსტება.
Google უკვე გუშინ პროექტი ჩაუშვა და კომპანიებს მოუწოდა პლატფორმები გამოიტანონ გასაყიდად, რომ Google მათი შესყიდვა შეძლოს. ამ ნაბიჯით Google-ს სხვა მიზანიც აქვს – თავიდან აიცილოს ის შემდგომი გაუგებრობები, რომელიც როგორც წესი, პატენტების შესყიდვისას ჩნდება ხოლმე.
პროექტი Patent Purchase Promotion მოქმედებას 8 მაისიდან დაიწყებს. ამ დღიდან ნებისმიერ კომპანიას შეეძლება პატენტი გასაყიდად გამოიტანოს. განცხადებების მიღება 22 მაისს სრულდება. კომპანია მათთვის საინტერესო პროექტებს 4 დღეში, 26 მაისს გამოაცხადებს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა და აშშ-მ ერთმანეთს „ატომური პრეტენზიები“ წამოუყენა
შემდეგი სტატიამეცნიერები: თუკი ზურგი გტკივათ, ესე იგი „შიმპანზეს ხერხემალი“ გაქვთ