„გონს მოეგეთ, იაფფასიანო მედროვე თავხედებო!“ – თენგიზ ჯგუშია „პრაიმშოუში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 23:05

„გონს მოეგეთ, იაფფასიანო მედროვე თავხედებო!“ – თენგიზ ჯგუშია „პრაიმშოუში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება

„ზუგდიდი ასე უღვთოდ გასაწირი რატომ უნდა იყოს, გამაგებინეთ ვინმემ! ამოიღეთ ხმა! არ გრცხვენიათ, მართლა, ყველას ერთად და ცალ-ცლკე?“ – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია „ტელეიმედის“ გადაცემა „პრაიმშოუში“ გასულ სიუჟეტს.

„აუცილებლად ამ სიგოიმით და ტრივიალურობით უნდა შუქდებოდეს ზუგდიდური რეალიები? რატომ უნდა შეაჩეჩონ მთელ საქართველოს ეს წინასწარ თავხედურად ჩაწყობილი, არაბუნებრივი და ქვარაია-ბარათაშვილის ნარცისული მდაბიობის დასაკმაყოფილებელად შეთითხნილი სიუჟეტი?
წინასწარ ჩაწყობილი შეკითხვა ქვარაიას მიმართ, თითქოს მისი ,,დიდი და დაფარული პოეტური პოტენციალის შესახებ”, ,,პოლიტპატიმრად” თავწოდებულის ყალბი თავმდაბლობით შეფერება და ასევე საპირისპირო სქესის ,,ცნობილ პოეტთან” გადამისამართება…. და რისი გადამისამართება? გაიგო ვინმემ, ვინც არ იცის – რისი?

ქვარაიას ნაჯღაბნ-ნაცოდვილარს, წაკითხულს ,,ოცნების” მაისურით რამდენიმე თვით კუნტრუშის გამო გაპროკურორებული ,,დეკლამატორის” მიერ, ასმენინებენ სრულიად სამშობლოს და … თურმე ამაზე გადის სამეგრელოს ლიტერატურული გემოვნება!!!
გონს მოეგეთ, იაფფასიანო მედროვე თავხედებო!
დიახ, ასეთია დღევანდელი დათრგუნული და მედროვე ფარისევლების მიერ ფეხქვეშ გაგდებული ზუგდიდის რეალობა….

შენგელია-შონია და კრიმინალი გადამთიელები ზუგდიდს მიწასთან ასწორებენ და ამ რეალობის ერთ-ერთი მეციხოვნე ფარისეველი, პარლამენტში ჩადგმული ტაბურეტკა ქვარაია თბილისიდან სამეგრელოში საღადაოდ, საკაიფოდ, გასაბოლებლად-დასაბოლებლად ჩასულ ,,ბომონდს” მასპინძლობს და ემლიქვნელება ტრადიციულად და იქვე, ამ ცრემლად დასაღვრელი საცოდაობის კონტრაპუნქტად წლების უკან თაღლითობისთვის ციხეში ,,მარტვილი რაინდისგან” ათას მწვერვალ მოვლილ-გადალახული ,,ოცნების ქალისადმი” მიძღვნილ ლექსს აკითხებს სამეგრელოს თანამედროვე ქვარაია-ბარათაშვილი-ყიფიანი და ა.შ. ,,დედოფალს” …

შეუვალი ვიქნები! კი, ასეთი გოიმები და თან ოფიციოზის ამპლუაში უნდა გააბითურო და ჩამოადღლიზო ნიღბები!
ნურც თქვენ შეუშინდებით ამ მარაზმს და ზუგდიდის გაბანძების ჩაწყობილ სცენარებს!

უთვალავჯერ მინახავს, როცა ჯენტლმენი მანდილოსანს უკითხავს ლექსს, თავად უამრავჯერ გამიკეთებია და გავაკეთებ, მინახავს მანდილოსანი ძლიერ სქესზე სათუთად და ნატიფად აჟღერებდეს  რითმებში გაბნეულ პასაჟებს, მაგრამ…. !!!!

 

 

მაგრამ …. თავად ქალი, მით უმეტეს ,,ოცნების ქალი” მისადმი მიძღვნილ ლექსის იმიტაციას თავადვე კითხულობდეს მომძღვნელთან პლებეური კმაყოფილების უნისონში, თუ ვინმეს სადმე უნახავს ან გაუგია, არ დაგვიმალოთ!

გავიგეთ, რომ ბარათაშვილი-ქვარაია-ყიფიანი და ა.შ. ,,ოცნების ქალი” ყოფილა, მაგრამ მეოცნებე მამრის ასე მიოთხშაბათება და მის მაგივრად წაკითხვა, კაცო … ?

და მთლიანობაში, ივანიშვილის ,,იმედის” მიერ შექმნილი ყალბი რეალობა სამეგრელოზე:

,,ოცნების ქალი” – ქვარაია-ბარათაშვილი-ყიფიანი და ა.შ.
მთავარი კოლორიტი – ცნობილი მექრთამე და ფსევდო-პოლიტპატიმარი;
ლიტერატურული გემოვნება – თვით ,,ბომონდისგანაც” ყალბი ღიმილით მისტუმრებული ..
ოდიშის მიწა კი იწვის ბუნების ასწლოვან მოგონებებთან განშორების საცოდაობაში“ – წერს თენგიზ ჯგუშია.

 

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 23:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,186
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics