გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ვირუსის მხარეს არიან – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

5 სახელმწიფოსთვის საზღვრების გახსნისას საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

„რაც შეეხება რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის პოზიციებს, ჩვენ ყოველ ჯერზე ვხედავთ მათგან, რომ ნებისმიერი თემიდან ცდილობენ გარკვეული აჟიოტაჟის შექმნას. როდესაც ჩვენ თავიდან ვიღებდით პრევენციულ ზომებს, მაშინაც გვესმოდა ამასთან დაკავშირებით უსაფუძვლო კრიტიკა. ეს მე მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად არიან ვირუსის მხარეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დაგვიანებული, არასწორი და დისკრიმინაციული”-ოპოზიცია 5 ქვეყანასთან საზღვრების უპირობო გახსნაზე
შემდეგი სტატია„კრიტერიუმი, რომ ვუხსნი იმას, ვინც მე მიხსნის, არის უაზრო”