გონიოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ელოდებიან

გონიოში, სადაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ელოდებიან.

ცერემონიალს სამინისტროს წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურების ოჯახის წევრები, ნათესავები, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები დაესწრებიან. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები, რომლებიც დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად ზღვაში ორ გვირგვინს ჩაუშვებენ.

„ჩვენ დავთანხმდით ამ ცერემონიას, იქნებ ჩვენი ბიჭების სულები დაწყნარდნენ, ზღვამაც შეგვიბრალოს და დამიბრუნოს ჩემი შვილი“, – განაცხადა ზღვაში დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის მამამ.

მისი თქმით, მან სამძებრო სამუშაოების გაგრძელების პირობა მიიღო.

დაკრძალვის ცერემონიის წინააღმდეგია გარდაცვლილის ბაბუა ლევან შარაძე. მისი თქმით, ცერემონიის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალ ბულვართან ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მერიაში საკადრო გადაადგილებები გამორიცხული არ იქნება