გონიოში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე სამაშველო- სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი დღეს კონსტიტუციის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებს
შემდეგი სტატია„ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა”- ნანუაშვილი