(Foto) გონიოს მაგისტრალზე ევკალიპტებს ჭრიან

გონიოს მაგისტრალზე მრავალწლიან ევკალიპტებს ჭრიან. ინფორმაციას და ფოტომასალას “ბათუმელები” ავრცელებს. როგორც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში აცხადებენ, ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ხეების ჭრას ისინი ვერ შეაჩერებენ.

„ჩვენგან არ არის არანაირი ნებართვა გაცემული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც ჩვენ არ გვაქვს არც მოჭრის და არც არმოჭრის მითითების საშუალება. საბუთებით დასტურდება, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. მათ ჩვენგან თანხმობა არ სჭირდებათ, კანონში არაფერი არ არის, რაც მოგვცემს მათი შეჩერების უფლებას“ – აცხადებს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორი ეთერ მაჭუტაძე.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძო მესაკუთრემ, ქეთევან ზაქარეიშვილმა მიყიდა შპს „ემირჰან ინშაათს“, რომლის წარმომადგენლის, მამუკა ჩაგუნავას თქმით, ევკალიპტების მოჭრის შემდეგ აქ ტრაილერების ავტოსადგომი აშენდება. ეთერ მაჭუტაძის თქმით, მოჭრის ნებართვა წითელ ნუსხაში არსებულ ხეებს სჭირდება, ევკალიპტი კი წითელ ნუსხაში არ არის.

გონიოს მაგისტრალის მიმდებარედ ევკალიპტები დაახლოებით 70-80 წლის წინ დარგეს. ძირითადად, დაჭაობებული ადგილების ამოსაშრობად და, ასევე, ქარსაფარი ზოლის შესაქმნელად.

წყარო “ბათუმელები”

10546423fghfgh

 

12531081asdsd

13132144werwerw

23788980yuiyu

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი : ადვოკატთა სკოლა მუშაობას პირველი იანვრიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ლარი კვლავ არასტაბილურია და არსებობს მისი შემდგომი გაუფასურების რისკი