25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

“გონების დაკარგვა სახუმარო ამბავი არაა, რატომ არ შევარდა ეთერში მშობელი?!” — თეა წულუკიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც გადაღების დროს ბავშვის წაქცევის ფაქტია ასახული. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ინციდენტის დროს შემოქმედებით ჯგუფსა და დარბაზში მყოფ სრულწლოვან პირებს ეთერი დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტათ.

“ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ იქვე მყოფმა ბავშვებმაც დაინახეს და სრულწლოვანმა მომღერლებმაც. ასეთ დროს, როცა პროდიუსერი ან საეთერო არ აჩერებს ეთერს (რაც გასაკვირია), ეთერში მყოფი სრულწლოვანი პირები უნდა გამოეთიშონ ეთერს და დაეხმარონ ბავშვს. სამი წუთი ძალიან ბევრია! და არც “წამომჯდარი” შველის საქმეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. რა შუაშია და ვინ შეიძლება, დაადანაშაულოს ბავშვები?! მე ისიც ვერ გავიგე, თუ ვიდეოს იღებდა წაქცეული ბავშვის მშობელი, თავად რატომ არ შევარდა ეთერში? ალბათ, აუკრძალეს. წაქცევა და გონების თუნდაც წამით დაკარგვა, არაა სახუმარო ამბავი”, — წერს სოციალურ ქსელში “ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: მრავალშვილიანის სტატუსი 4-ის ნაცვლად 3-შვილიან ოჯახებს უნდა მიენიჭოთ
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ: სანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება