28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველი ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრიბ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ცენტრში, რესტორანში აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა
შემდეგი სტატიასომხეთის მთავრობა გადადგა