გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან სატელეფონო კონტაქტზეა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან ტელეფონით კონტაქტობს.

„კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, ტელეფონით გვესაუბრება. ისინი ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილები თუ მაღლა. ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ იქ ბევრი ადამიანი ავიდეს და 100-მა და 200- მა ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ტექნიკა არის ჩართული. მობილიზებულია როგორც შსს-ს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მუნიციპალური სამსახურები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ფიზიკურად, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სინკარია თუ ბეტონის ნანგრევები, გადმოვალაგოთ და ქვეშ მოყოლილი ადამიანები უფრო არ დავაშავოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიავოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა