გომელაური – შეიძლება დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი გაიზარდოს.

„ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება არა. თუმცა, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.

„დაველოდოთ გამოძიებას, დრო დასჭირდებათ. პირველ რიგში, უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, ვნახოთ რა დაზიანდა და ექსპერტებმა შეაფასონ“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშინანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარიჟვაძე – კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან შენობების მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება