გომელაური პარლამენტში ანგარიშის წარდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

სუს-ის ხელმძღვანელი მზად არის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთხელ გამოცხადდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციის პასუხად ავრცელებს.

საპარლამენტო უმცირესობისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მოსმენა.

„გომელაურმა პარლამენტში მოსვლით საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებზე რაც არსებობს, ფარული ჩანაწერების, სატელეფონო ჩანაწერების გამქოვეყნება და სხვა მრავალი. რომ გვპირდებოდნენ გასაოცარ დემოკრატიას, ახლა ელემენტარულ უსაფრთხოებასაც კი არ იცავენ. იბარებს მას პარლამენტი, წინაზე რომ იყო მოსული თავად უმრავლესობამ ჩაშალა“, – განაცხადა კობა სუბელიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვახტანგ გომელაური ანგარიშის წარსადგენად საქართველოს პარლამენტში იყო მისული, თუმცა, ქვორუმის არასებობის გამო მისი გამოსვლა ვერ მოხერხდა.

გომელაურის პარლამენტში მისვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: გომელაურს სურს ანგარიში თავად წარმოადგინოს