გომელაური: მაქსიმ შევჩენკო საქართველოში კანონის დარღვევით არ შემოსულა-6 წლის შემდეგ საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, რუსი პროპაგანდისტი და ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო საქართველოში კანონის დარღვევით არ შემოსულა. მისივე თქმით, მას პასპორტში არ ჰქონდა შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ოკუპაციის კანონი დაარღვია და აფხაზეთში იყო.

“ეს ადამიანი შემოვიდა კანონის სრული დაცვით. ბევრი ადამიანი შემოდის, ბიზნესმენია, რეგისტრირდება და შემოდიან ჩვეულებრივად. რაც შეეხება შტამპს, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონდარღვევას დაადგენდა, არაფერი არ იყო, პირველ რიგში. მეორეც, როცა მოვიძიეთ ჩვენ ოპერატიულად, არაოფიციალურად, ეს ადამიანი 2009 წელში იყო ნამყოფი აფხაზეთში. შტამპი რომც ქონოდა, ჩვენივე კანონით 6 წლის შემდეგ შეუძლია ამ ადამიანს რომ შემოვიდეს და ეს აღარ ითვლება დანაშაულად. ანუ შტამპიც რომ ქონოდა, მაინც უფლება არ გვქონდა, რომ არ შემოგვეშვა, თუმცა არანაირი შტამპი არ ჰქონდა, შემოვიდა სრული კანონის დაცვით”. – ამბობს გომელაური.

შევჩენკო ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების მოწვევით იმყოფებოდა. ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, ჟურნალისტი საქართველოში ბიზნესმოწვევით იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: „მინდა ხაზი გავუსვა პოლიციელების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას, რომელიც ზუგდიდში ვიხილეთ“
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა