გომელაური – მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„გილოცავთ პოლიციელის პროფესიულ დღეს! ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის.
მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან ერთად, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება.

სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია.

დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან!“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 44.8 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ყველაზე მეტად პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური