გომელაური: კორპუსის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის დაზიანება განიხილება

კორპუსის ჩამონგრევის ერთ-ერთ ვერსიად სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის დაზიანება განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია, რომ დადგინდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა.

„წინასწარი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ვერსია, გაზის ვერსიაც განიხილებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა და შეიძლება, ეს იყოს მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლის ან კიდევ სხვა მიზეზი. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება გააცნო
შემდეგი სტატიამსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია