გომელაური ესებუაზე – შეიძლება 10 წელი გავიდეს, ან ჩემს შემდეგ მე-2 მინისტრმა დააკავოს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ისევ ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას აუცილებელად დააკავებენ. მისი თქმით, შეიძლება 10 წელი გავიდეს, ან ესებუას დაკავება მის შემდეგ მეოთხე მინისტრმა შეძლოს, რაც ჩვეულებრივი “თემაა”.

“დავაკავებთ, რა თქმა უნდა, დავაკავებთ აუცილებლად. ახლა გავალ და ალბათ რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამასე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული, შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა მე, არამედ შეიძლება ჩემ შემდეგ მეორე ან მეოთხე მინისტრმა, ეს ჩვეულებრივი თემაა…გვინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიგომელაური – მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 835 ფაქტი გამოავლინა