გომელაური: ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე თუ რა ეტაპზეა ბადრი ესებუას მიმართ დაწყებული გამოძიება, გომელაურის თქმით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

„მიმდინარეობს გამოძიება, ყველაზე მეტად ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვინდა, რომ დავაკავოთ. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.შემიძლია გითხრათ, რომ ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია, კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ამ სიყალბეზე სამთავრობო პროპაგანდაში მონაწილეობდა საპატრიარქო
შემდეგი სტატიაგიგი გიგიაძე: იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით