გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, არიან დაშავებულები

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზე მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ასევე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

banner
წინა სტატიაშიკვარაცხელიას გოლით საქართველომ ესპანეთს პირველი ტაიმი მოუგო
შემდეგი სტატიასაქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა